დაცვა გარე და შიგა შეღწევისგან, მომხმარებელთა შეცდომებისგან. კრიტიკული და არასწორად ინსტალირებული ან დაგეგმილი ბაზების კორექცია. პროგრამების და სკრიპტების აუდიტი.
ჩვენს ინჟინრებს აქვთ IT აუდიტთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება. მონაცემთა ბაზების მიმართულება ამ მხრივ არის ერთერთი საინტერესო და რთული. ხშირად კომპანიები აუდიტის რეკომენდაციებს ვერ ახორციელებენ და ეს პროცესი წლობით იწელება.
კიდევ ერთი, ჩვენთვის საინტერესო მიმართულება არის მონაცემთა ბაზების ლიცენზირების აუდიტი და ოპტიმიზაცია. Oracle-ის შემთხვევაში ლიცენზირების პრობლემა განსაკუთებით მწვავეა და ხშირ შემთხვევაში კომპანიები აღმოაჩენენ რომ დიდი თანხები აქვთ გადასახდელი. როგორც წესი ეს პრობლემა გამოწვეულია არასწორი დაგეგმვის და გამოუცდელობის გამო.
ლიცენზირების საკითხებში „თუნას“ გამოცდილი ჯგუფის ჩართვა დაგიცავთ მსგავსი სიტუაციებისგან.
