მონაცემთა ბაზები გვთავაზობენ საშუალებებს იმისთვის, რომ ეფექტურად განხორციელდეს რეზერვირება და აღდგენა. იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება დამკვეთს, თუნა კონსალტინგი შეარჩევს ოპტიმალურ ინსტრუმენტს. კონკრეტული მიდგომა განპირობებულია სხვადასხვა პარამეტრით, მაგალითად: მონაცემების ზომა, სისტემის არქიტექტურა და ა. შ.
ბაზის პრობლემები, როცა აუცილებელია ინფორმაციის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა:
- სერვერის დაზიანება
- სთორიჯის პრობლემა
- მონაცემთა ბლოკის დაზიანება
- მონაცემთა ლექსიკონის დაზიანება
- მომხმარებლების შეცდომები
- მონაცემთა ფაილების დაზიანება
- ჟურნალური ფაილის დაზიანება
- საკონტროლო ფაილის დაზიანება
- აპგრეიდის პრობლემა
- სასერვეროს ავარიული გამორთვა
აქ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას ყოველთვის არ სჭირდება ბაზის სრული აღდგენა. oracle-ის შემთხვევებში შესაძლებელია LogMiner ან Flashback recovery გამოყენება. დაზიანებული ბლოკის აღდგენა ადვილად შეიძლება RMAN -ის გამოყენებით. დაზიანებული ფაილის აღდგენა შესაძლებელია ისე, რომ დროებით მიუწვდომელი გახდება მხოლოდ ამ ფაილის TABLESPACE.
ხშირად ბაზის ბექაპი მუშაობს სწრაფად მაგრამ აღდგენას შეიძლება დაჭირდეს დიდი დრო. ზოგჯერ ხშირად მარტივი ცვლილებებით შესაძლებელია მსგავსი სიტუაციების შეცვლა. ჩვენს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა აღდგენის დრო ნაკლები იყო რეზერვაციის დროზე.
კატასტროფული სიტუაციების მიმართ მდგრადი მონაცემთა სისტემის იმპლემენტაცია და მართვა (disaster recovery). (replication/Data Guard)
