მონაცემთა ბაზების პროექტირება და შექმნა - პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება. კლასტერული არქიტექტურის იმპლემენტაცია (RAC, Standby Data Guard)
მასშტაბურობა (scalability) - ერთერთი მთავარი პარამეტრია რაც დღევანდელი მონაცემთა ბაზისთვის არის აუცილებელი. მონაცემების მოცულობის და აპლიკაციის მომხმარებლების სწრაფი ზრდის პირობებში წარმადობის შენარჩუნება გადამწყვეტია.
რელაციურ ბაზების შემთხვევაში - Oracle, PostgreSQL, SQL Server მასშტაბურობის მიღწევა შესაძლებელია სწორი მონაცემთა მოდელის და კლასტერული არქიტექტურის შექმნით. NoSQL ბაზების შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს მოდელს. დამატებით, რაც ამ ტიპის ბაზებისთვის არის დამახასიათებელი, ჰორიზონტალური მასშტაბურობა და შარდინგი (sharding) ქმნიან დიდ შესაძლებლობებს.
მონაცემთა ბაზის ოპტიმალური დიზაინი და მასშტაბურობის განსაზღვრა არის ნებისმიერი პროექტის წარმატების წინაპირობა. ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ მონაცემთა სისტემის სწორი არქიტექტურის შერჩევაში და დანერგვაში.
