ბაზის წარმადობის გაუმჯობესება

მონაცემთა სისტემის ან აპლიკაციის წარმადობის გაუმჯობესება(როგორც გაუარესება) არ არის შემთხვევითი პროცესი. იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ სისტემა აუცილებელია ვიცოდეთ სად ვეძებოთ პრობლემა.

Oracle (და სხვები) გვაძლევს ეფექტურ ინსტრუმენტებს და საკმარის ინფორმაციას იმისთვის, რომ ვიპოვოთ პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები. ხშირად გამოუცდელი ადმინისტრატორები ცდილობენ სისტემის თუ ბაზის სხვადასხვა პარამეტრების ცვლილებით მოახდინონ მართვა. ჩვენ ასეთ მიდგომას ვაფასებთ როგორც მკითხაობას...

ნებისმიერი შიგა პროცესი თუ მომხმარებელთა აქტივობა ლოგირდება და შეინახება შემდეგი ანალიზისთვის. ისეთი სტრუქტურები Oracle-ში  როგორიც არის STATSPACK და AWR გვაწვდიან სრულფასოვან ინფორმაციას იმისთვის, რომ დავადგინოთ რა ხდება ბაზაში ან რა მოხდა.

ჩვენს ადმინისტრატორებს აქვთ საკმაოდ დიდ გამოცდილება რთული და დიდი ბაზების წარმადობის გაუმჯობესების პროექტებში.